03:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 14:49:02, 471 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და   1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და  ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„9 აპრილი არის დიდი ქართული ტრაგედიის დღე. 26  წლის წინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა მშვიდობიანმა მომიტინგეებმა თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და შიშველი ხელებით დაუპირისპირდნენ უზარმაზარ იმპერიას.  ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისათვის ბრძოლის და ერთიანობის დღედ იქცა, ვისურვებდი ეს ერთსულოვნება ჩვენს ხალხში ყოველთვის ყოფილიყოს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირებს  პატივი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამაც მიაგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics