00:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 12:10:28, 536 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის მთავრობის და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ხსოვნის დღის აღსანიშნავად ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ავთანდილ ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა ამ დღის მნიშვნელობა.

ცნობისთივს, 1989 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სსრ კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია შეაიარაღებული ძალების მიერ დარბევით დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics