22:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 18:32:37, 349 ნახვა

საზოგადოება
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია თელავში ჩატარდა

2015 წლის 6 აპრილს, ქ.თელავში,  112-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია ჩაატარეს.

ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა ახალი სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მსურველები ადგილზე  დარეგისტრირდნენ.

30 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ყრუთა კავშირის ხელშეწყობით, 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაციები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გაიმართება. პრეზენტაციები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკსა და გორში.

საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი სერვისის შესახებ და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების ეფექტურობა.

შეგახსენებთ, რომ SMS და ვიდეო ზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის! სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics