15:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 15:13:43, 654 ნახვა

საზოგადოება
პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება დაიწყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  ნარჩენების მართვის  ახალი მიდგომების  დანერგვის პარალელურად   პოლიეთილენის პარკებით  გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული   აქტიური კამპანია დაიწყო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან  პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად  ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.

ამ ინიციატივის ფარგლებში   “პსპ”  პრიველი ფარმაცევტული ქსელია, რომელმაც პოლიეთილენის პარკები  სრულად  ჩაანაცვლა  ბიოდეგრადირებადით. სააფთიაქო ქსელს დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა.

სამინისტროს ინიციატივას  მხარს  უჭერენ  საქართველოში  არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის  საქართველოსთვის.  პოლიეთილენის  პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი  3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.

 სამინისიტრო  ბიოდეგრადირებადი პარკებისა  და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების  დანერგვით  ხელს შეუწყობს ქვეყანაში  პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას  და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics