2015-04-01 13:13:46, 373 ნახვა
საზოგადოება
IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით კვლავ მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს (91%)
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
გამოკითხვის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით კვლავ მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს (91%), შემდეგ კი ჯარი (87%) და ქართული მედიაა (82%). ეს მაჩვენებელიც ყველა დემოგრაფიულ სექტორს მოიცავს.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან