17:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 10:59:27, 666 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების რამდენიმე იმპორტიორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ხორცპროდუქტების იმპორტიორები გამოვლინდნენ, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს  დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ, ურთიერთდამოკიდებული, რამოდენიმე კომპანიის სახელით, 2013-2015 წლებში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5 773 716 ლარის ღირებულების ხორცპროდუქტები. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისას დარიცხული იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების გადახდას.

საერთო ჯამში, ზემოთჩამოთვლილი პირების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 925 442 ლარის ზიანი. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics