05:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 19:53:43, 533 ნახვა

სამართალი
ბოდბისხევში მამაკაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მამაკაცმა 28 წლის ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
როგორც  „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის  108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა პირმა ცეცხსასროლი იარაღიდან  ერთი გასროლით მოკლა ქალი, შემდეგ კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
„ამასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics