14:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 16:54:06, 369 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეფერირების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში, მედიაციის სახლში,  კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეფერირების  შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესში არსებული მდგომარეობა განიხილეს.  სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოვლენილი სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. 

შეხვედრას ევროკავშირის პროექტის ექსპერტი რანდელ ბაროუზი დაესწრო, რომელიც აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნო.  შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერმა ლადო ჯავახიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა 14 წელს მიუღწეველ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში -  რა რეაგირება უნდა მოხდეს სხვადასხვა უწყების მხრიდან; როგორ უნდა მოხდეს განრიდებულ არასრულწლოვანთა რეფერირება ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში; ასევე შეხვედრაზე განიხილეს სამტრედიის #15 საჯარო სკოლაში (ე.წ. სკოლა-პანსიონის) არსებული  ვითარება და სხვა საკითხები.

გარდა ამისა, შეხვედრაზე უწყებებს შორის ჩამოყალიბდა ხედვები და დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმები.

შეხვედრას პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის პროექტის “სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”, UNICEF - გაეროს ბავშვთა ფონდის, PH-International-ის, GIP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics