|
2016-05-19 12:40:23, 672 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მამია ახვლედიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სასამართლომ პროკურატურის ბრალდებები გაიზიარა და ბრალდებულს 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 13 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩა N23-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, მამია ახვლედიანმა განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ლექსო ზარქუას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, მიყენებული დაზიანებების შედეგად ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მამია ახვლედიანი ბრალდებულის სახით 24 თებერვალს დააკავეს. მოსამართლემ მამია ახვლედიანს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)