|
2016-05-14 11:47:09, 763 ნახვა
სამართალი
ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია
სასტუმრო Holiday Inn-ში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 1 წლის ანგარიში წარადგინეს. როგორც "ექსპრესნიუსს" უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, დოკუმენტი გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით შემუშავდა და 2015 წლის მარტში დამტკიცდა.საქართველო ევროკავშირის პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი შეიმუშავა და მიიღო. გაეროს დანაშაულის და მართლმსაჯულების რეგიონთაშორის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლის ფრანჩესკო მიორინის განცხადებით, საქართველოს მიერ ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დიდი მიღწევაა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. „სტრატეგია წარმოადგენს მოდელს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მაგალითს აიღებენ საქართველოსგან. ქართველი ექსპერტები ეხმარებიან სხვა ქვეყნებს რეგიონში სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ რეგიონალური თანამშრომლობა არის უმთავრესი ქბრბ რისკების შემცირების საკითხში, იმიტომ რომ ქვეყანას მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეუძლია მასალების გავრცელების კონტროლი. მეზობელ ქვეყნებთან დიალოგი ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ფრანჩესკო მიორინიმ. უწყების იფნორმაციით, საბჭოს სხდომაზე საუბარი ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქბრბ უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ პრაქტიკულ ღონისძიებებს შეეხო. აღინიშნა, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილია ბირთვული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 4 ფაქტი. მათ შორის, ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაბალგამდიდრებული და გაღარიბებული ურანის კონტრაბანდის ფაქტებს. სულ დაკავებულია 19 პირი და შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, რასაც პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება ურანის ამოღების ფაქტებს დაეთმო. ექსპერტებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აღნიშნული საქმის გახსნის მნიშვნელობას და სუს-ის თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს. საბჭოს სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გაყოფის შემდეგ, უწყებათშორის საბჭოს სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს. შეხდვედრაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის , ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების დეპარტამენტების დირექტორები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. სხდომას ასევე აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის და გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის (UNICRI) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება UNICRI-ს მხარდაჭერით ჩატარდა. სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცულობისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებს, ასევე ქიმიურ კომპონენტს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის საჭირო კომპონენტების გაუვრცელებლობას, ნარჩენების მართვას, ცნობიერების ამაღლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, წვრთნისა და აღჭურვის გზით შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციებისა (მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს N1540 რეზოლუცია) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების იმპლემენტაციას, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.დოკუმენტი 30 პრიორიტეტისა და 118 აქტივობისგან შედგება და ორიენტირებულია საფრთხეების შემცირების ისეთ კომპონეტებზე, როგორებიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)