2015-02-24 12:56:02, 691 ნახვა
ეკონომიკა
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 2.35 ლარს გადააჭარბა
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.30-2.35 ლარამდე მერყეობს.
ხოლო სავალუტო ჯიურებში 1 დოლარის შეძენა 2.27-2.30 ლარამდე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, დღეის მონაცემებით 1 დოლარის ღირებულება 2.1971 ლარას შეადგენს.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.4832 ლარი ღირს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან