14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 12:49:43, 453 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია სერვისის მომწოდებელი კომპანიების მუშაობის მონიტორინგს იწყებს

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური 2 კვირის მანძილზე სერვისის მომწოდებელი კომპანიებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მონიტორინგის მიზანია 2014 წელს გაცემული ნებართვების ფარგლებში კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემოწმება. აღმოჩენილი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რაზეც ეს უკანასკნელი კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილს სუდაძის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით გზების მშენებლობაში ჩართული ყველა კონტრაქტორის შესრულებული სამუშაოები  მოთხოვნილ სტანდარტებსა და ნორმებს უნდა პასუხობდეს.

„მოვუწოდებთ თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებსა და სხვა კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, გადაამოწმონ და უმოკლეს ვადებში აღმოფხვრან დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია მათი საქმიანობიდან გამომდინარე“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics