12:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 14:09:30, 761 ნახვა

სამართალი
"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის ალეკო ელისაშვილი დააკავეს

„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი, მათ შორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

აქციის მონაწილეები, იმ ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, სადაც "პანორამა თბილისის" მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პოლიციის კორდონს მიაწვნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ცნობისთვის, კოჯრის გზატკეცილზე „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. მონაწილეებს ადგილზე აქვთ ბანერები წაწერით: „არა პანორამას“, „ქალაქი ჩვენია“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics