|
2016-05-02 10:49:26, 873 ნახვა
სამართალი
შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული გოგა ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჩხოროწყუში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს, მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში, ურთიერთშელაპარაკებისას 1979 წელს დაბადებულ პაატა ბ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, გოგა ფ. ჩხოროწყუში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)