|
2016-04-29 16:44:51, 931 ნახვა
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, კანონით დადგენილი წესით, სააღდგომო ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს. პროცესის მიმდინარეობას სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გაეცნო. როგორც პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, ამანათის შეგზავნას ახლობელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ყველა მსურველი შეძლებს. „როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ წინასწარვე დაანონსდა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება გუშინ დილიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო. პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ვიმუშავებთ მანამ, სანამ ყველა ადამიანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სააღდგომო ამანათს არ მიიღებს“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. სააღდგომო ამანათების მიღება გუშინ დილით დაიწყო და ხვალ საღამომდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)