|
2016-04-25 17:24:53, 813 ნახვა
სამართალი
სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
83 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის, APRANAX PLUS-ის, უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიკამენტი თურქეთის მოქალაქე ო.ს.-ის ბარგი ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებას. ანალოგიური ფაქტი „სარფში“ 23 აპრილსაც გამოვლინდა. თურქეთის მოქალაქე ტ.ფ.-ის კუთვნილი ბარგის სკანერზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა50 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Geralgine-k და 21 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი NUROFEN აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)