|
2016-04-25 11:52:40, 806 ნახვა
სამართალი
არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ
საქართველოს ახალგაზრდა იუტისტთა ასოციაციამ (საია) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. გამოვლენილ ხარვეზებს არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობენ. როგორც მათ განმარტეს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ხარვეზები, კონკრეტულად კი ის, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება, ასევე საბჭოში არ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში. კვლევაში აღნიშნულია, ისიც რომ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურობით ხასიათდებოდა და არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა. მონიტორინგის შედეგად დადებითადაა შეფასებული ერთი საკითხი, კერძოდ ის ფაქტი, რომ საბჭომ დღის წესრიგის წინასწარ გამოქვეყნება ყველა შემთხვევაში უზრუნველყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)