21:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 21:14:53, 643 ნახვა

სამართალი
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი: სტუდენტებთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს

"ჩვენ სტუდენტებთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს," - ამის შესახებ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალვთაძემ არჩევნების შედეგების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა.

ის აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, უნივერსიტეტი სრულყოფილად იყოს მომზადებული მომავალში დაგეგმილი რექტორის და კანცლერის არჩევნებისთვის. 

"ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ თუნდაც დროებით ვუხელმძღვანელო უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს დიდ ტრადიციები, რომელსაც ბოლო დროს შესაძლოა სახელი შეებღალა, მაგრამ აქვს იმის რესურსი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წარმართოს. მჯერა, რომ ჩვენ სტუდენტებთან ერთად, რომელთა გარეშეც უნივერსიტეტიც არ არსებობს, ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ ყოველდღე იმისთვის, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს. ამისთვის საჭიროა უნივერსიტეტს ჰყავდეს ლეგიტიმური მმართველი ორგანოები, ეს არის მისი აკადემიური საბჭო, რომელიც არის უმაღლესი მმართველობითი ორგანო, ეს არის კანცლერი, რომლის არჩევნებიც ძალიან მალე ჩატარდება და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩა, რომ მოვამზადოთ და ღირსეულად ჩავატაროთთ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. ჩემს მთავარ ამოცანას სწორედ ამაში ვხედავ", - განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics