17:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 09:31:02, 783 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ბექა ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების იფნორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,2699 გრ  ბუპრენორფინის  შემცველი, ნარკოტიკული საშუალების 34 აბი და 6 შეკვრად დაფასოებული, 3,5608გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 0,9044 გრ ჰეროინს  შეიცავს.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბექა ლ. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს  260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics