|
2016-04-07 09:15:59, 678 ნახვა
სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ისანი-სამგორის სამმართველოს მიერ 2015 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული რამინ ი. დარიალის ხეობაში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 28 დეკემბერს ფონიჭალაში, რელიგიურ თემაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა თანასოფლელი, 1993 წელს დაბადებული ფიკრატ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი 2015 წლის 30 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)