|
2016-04-06 17:09:32, 697 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: ჩვენმა ხელისუფლებამ ჩამოაბრძანა ბატონი „მასტერა“, დღეს თუ არა ხვალ, სხვებსაც ვიხილავთ
„ჩვენ უნდა გვესმოდეს ის, რომ დღეს არ დაკმაყოფილდა ექსტრადიცია, ხვალ დაკმაყოფილდება", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლონდონის სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანის მტკიცებით, დღეს თუ არა ხვალ, თითოეულ იმ გაქცეულ ადამიანს იხილავენ საქართველოში, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. "ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი თვის, თითოეული ნაბიჯის ეფექტურად გავლის შედეგად ისე, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას არ დაუყრია ფარხმალი, სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოაბრძანა ბატონი მასტერა, იმ ქვეყნიდან, სადაც ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა თითოეულ იმ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, დღეს თუ არა ხვალ, ვიხილავთ საქართველოში. ამისთვის მუშაობა არ შეჩერდება და ჩვენ გვაქვს წარმატების მაგალითები. დღეს ვერ დარწმუნდა, რომელიმე სასამართლო საზღვარგარეთ, ხვალ დარწმუნდება აუცილებლად",- აღნიშნა წულუკიანმა. შეგახსენებთ, ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო და მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)