07:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 14:00:23, 648 ნახვა

სამართალი
პროკურატურის 6 ნივთიერმტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე, პაპიძის ადვოკატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატების შუამდგომლობა ბრალდების მხარის რიგი ნივთიერმტკიცებულების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, დაცვის მხარე დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხიდან  შემდეგი ნივთიერმტკიცებულებების ამოღებას ითხოვდა: უროს ექსპერტიზის შედეგი- ბიოლოგიური და გენეტიკური ქსპერტიზის შედეგი, რვეულის დათვალიერების ოქმი, ჩანაწერზე გაკეთებული ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნა, ქაფიაშვილის ბინის გამეორებით დათვალიერების შედეგები, სახლიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები- ხის ნაჭერი და სხვა  ნაჭრები, რომლებიც  ექსპერტიზისთვის წაიღეს.

ადვოკატები მიუჩნევდნენ, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული და მათი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით კი, ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვით მოიპოვეს და ნუსხაში ჩამოთვლილი მტკიცებულებები დაშვებული უნდა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  მიმდინარე წლის 19 თებერვალს  გამოძიების შუალედური  ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics