|
2016-03-31 11:37:37, 696 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს. სასამართლო წარსადგენ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით, მხარეების შუამდგომლობას მოისმენს. პაპიძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარისგან სრულად გადაეცათ ყველა ის მტკიცებულება, რაც მითითებულია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში. "ექსპრესნიუსის" რეპორტიორის ცნობით, სასამართლოში მაგდა პაპიძის დედა და და იმყოფებიან, თუმცა ისინი სხდომას არ ესწრებიან,ვინაიდან დასაკითხ მოწმეთა სიაში არიან. შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ინფორმაციისთვის, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოძიების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)