00:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 15:03:03, 2622 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, დიპლომატიური პერსონალის გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება ირანიდან ქვეყნის დიპლომატიური პერსონალის სრული გაყვანის შესახებ. ეს ეხება როგორც თეირანში მდებარე საელჩოს, ისე თავრიზში არსებულ გენერალურ საკონსულოს. ამ მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაირამოვმა

ცნობისთვის, 5 მარტს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. ბაქომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თეირანს დააკისრა, ხოლო ილჰამ ალიევმა თავდასხმას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. ირანმა ნახიჩევანზე დრონით თავდასხმა უარყო და განაცხადა, რომ  დარტყმა ისრაელმა განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics