12:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 15:23:15, 464 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება

მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა  თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საბოტაჟის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა არის ბრძოლა.

„ახლა ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ყველას გაერთიანება. ვიცი, რომ ზოგიერთი ამბობს, ჩვენ ცალკე გვინდა, ცალკე პროექტი გვინდა. ამას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ამოვიდეთ იქიდან, საბოტაჟის გამტარებლები არიან თუ არა მტრები? მტრები თუ არიან, მაშინ მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, საუბარია იმაზე, რომ აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას.

ზოგიერთი მსახიობი თვითონ დასდევდა აქციაზე და ჩემს სურათებს ართმევდა პროტესტანტებს. სურათს როცა ართმევ პროტესტანტებს, ძნელია, შენ როცა გჭირდება, ისინი მოვიდნენ დასახმარებლად. საქართველოში ძალიან, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. რა თქმა უნდა, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ვითხოვ მთელი გულით, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ასე ცოტა? რადგან მანამდე ჩემს სურათებს დასდევდნენ. ასე ერთიანობა აღარ გამოვა. ერთიანობა არის ის, როცა ჩვენ ყველა გვერდზე გადავდებთ ძველ წყენას და შეგვეძლება ერთად ბრძოლა. ერთადერთი გზა არის ბრძოლა. უახლოეს კვირებში ყოფა ეტირება ირანის დიქტატურას, რაც ძალიან დაასუსტებს რუსეთს. ეს იმათ უნდა იკითხოთ, ვისაც გასაქცევი აღარსად გექნებათ. ამიტომ, მინდა, ყველამ ვიცოდეთ, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics