|
2016-03-29 22:50:49, 685 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: მაჭავარიანისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით
პროკურატურა ვანო მაჭავარიანის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაჭავარიანისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. "ექსპრესნიუსი" პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "გამოკითხვისას გაირკვა, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა. "ი. მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს პირად facebook გვერდზე ათვალიერებდა ე.წ აქტივობის კედელს, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. ლინკი, რომელიც დასათაურებული იყო „სკანდალური კადრების“ სახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული ვირუსის შემცველი და, შესაბამისად, არ იცის ამ კადრების შინაარსი. "რაც შეეხება მის facebook გვერდზე, მისივე განცხადებით, განხორციელებულ ე.წ. ჰაკერული თავდასხმის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით ი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი facebook გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა ჰაკერულ თავდასხმად. აღნიშნულის შესახებ ი. მაჭავარიანმა აცნობა facebook-ის ადმინისტრაციას, რამაც, მისი ვარაუდით, გამოიწვია facebook პროფილის დროებითი დაბლოკვა. "ამასთან, ი. მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი facebook გვერდის დათვალიერებაზე. "ამდენად, ი. მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს. "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)