14:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 21:42:10, 586 ნახვა

პოლიტიკა
Kyiv Independent: უკრაინამ რუსულ ნავთობის ქარხანაზე იერიში რეკორდულ მანძილზე მიიტანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) არსებულმა წყარომ Kyiv Independent-სგანუცხადა, რომ უკრაინამ მოქმედების შორი რადიუსის მქონე დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე უხტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 750 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, იერიში მიიტანა.

წყაროს ინფორმაციით, ეს იერიში უკრაინული დრონებისთვის ახალი რეკორდია. მისი თქმით, დრონებს მართავდა СБУ-ის სპეციალური ოპერაციების ცენტრი ალფა მართავდა.

წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ იერიშის შემდეგ ობიექტზე ხანძარი და ძლიერი კვამლი დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, ქარხანაში რანდემინე საკვანძო დანადგარი დაზიანდა.

უხტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია ლუკოილის საკუთრებაა და წლიურად დაახლოებით 4.2 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს. წყაროს თქმით, საწარმო საწვავს აწვდის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics