14:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 18:12:47, 370 ნახვა

პოლიტიკა
RFE/RL: EU-მა რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლოა ყულევის პორტიც შეიყვანოს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს.

რადიო თავისუფლება წერს, რომ მათმა ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით.  

RFE/RL-ს თანახმად, სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს სიას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილია:

  • რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" დამატებით 43 გემის სანქცირება;
  • რუსული თხევადი ბუნებრივი გაზით (LNG) დატვირთული ტანკერებისათვის ტექნიკური მომსახურების სერვისების აკრძალვა;
  • რუსეთსა და "მესამე ქვეყნებში" ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა - სწორედ ამ უკანასკნელშია გაყვანილი ყულევის პორტი. 

სანქცირების საჭიროება დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:

"[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას". 

რადიო თავისუფლება საკითხზე კომენტარისთვის დაუკავშირდა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა:

"ჩვენ მზად ვართ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინოთ ევროკომისიას კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ, რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის. [...] ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას".

2025 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსულმა კომპანია რუსნეფტმა, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.

LSEG-ისა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა კაისერიმ 105 340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა ყულევის ნავთობტერმინალში - 6 ოქტომბერს.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელიწადში 1 200 000 ტონა ნავთობი უნდა გადაამუშაოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics