09:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-05 14:10:55, 541 ნახვა

სამართალი
ხობში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დაჭრეს

ხობში მომხდარი კრიმინალური გარჩევა 2 პირის დაჭრით დასრულდა - როგორც "პირველებს" უყვებიან, 21 წლის ბიჭმა ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრები, ბიძაშვილები კახა ჭკადუა და გიორგი ქორთუას დაჭრა. 

დაჭრილთაგან ერთ-ერთს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი, მეორეს კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია თირკმელზე დასჭირდა. 

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ წარსულში არსებული დაპირისპირება უძღოდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, ბიძაშვილებმა 21 წლის ბრალდებულს სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს.

21 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. მას ფოთის რაიონულმა სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics