18:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-26 14:48:54, 6507 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა.

ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში დაიცავს სამოქალაქო პროტესტის გამო ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძისა და ლევან მარგიანის დარღვეულ უფლებებს. 

სამივე მათგანი სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი), პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებისა (მე-8 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლების (მე-6 მუხლი) დარღვევას ეხება.

"სტრასბურგის სასამართლოში ამჯერად ჩვენ ვიცავთ დიპლომატსა და ევროატლანტიკურ სტეუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს - ალექსი პეტრიაშვილს, ჟურნალისტ ნათია გოქსაძეს და მხატვარ ლევან მარგიანს. სამივე მათგანი ივანიშვილის მიერ კონტროლირებულმა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. პეტრიაშვილს და გოგსაძეს სახდელის სახით 5000 ლარი დაეკისრა, ხოლო ლევან მარგიანს 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ცნობილია, უკანასკნელი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ხუთი სხვადასხვა პაკეტი მიიღო, რითაც არსებითად მოსპო ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - შეკრების თავისუფლება, რომელსაც განამტკიცებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საქართველოს კონსტიტუცია.

ღრმად გვწამს, რომ სამართალი საბოლოო ჯამში იზეიმებს და სტრასბურგის სასამართლო სამივე ჩვენი თანამოქალაქის დარღვეული უფლებებისათვის ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხს აგებინებს," - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics