2025-11-25 20:27:48, 1868 ნახვა
სამართალი
პეტრიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მელითაურს 4-დღიანი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების პროცესები გაიმართა.
მოსამართლე დავით მაკარაძის გადაწყვეტილებით, რეზი პეტრიაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კი ია მელითაურს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ია მელითაურს დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. რეზი პეტრიაშვილი კი, შსს-ს მტკიცებით, იმიტომ დააკავეს, რომ მან იდენტიფიცირების მიზნით პოლიციას სახელი და გვარი არ უთხრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,