2025-11-22 18:22:25, 1684 ნახვა
სამართალი
ფოთში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი - დაშავდა
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებული კი სასწრაფომ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,