01:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-18 09:38:27, 461 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო გადაყვანის შესახებ - შანსი არ არსებობს

ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა უკრაინული მხარის მოწოდებებს უპასუხა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მათთვის გადაცემის ან მესამე ქვეყანაში გადაყვანის შესახებ. სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი არ არსებობს, განაცხადა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ეთერში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებისას.

„აქაც ყველაფერი აშკარაა - როგორი კეთილსინდისიერებაა, როდესაც კონკრეტული ადამიანები საუბრობენ. როდესაც ასეთი ადამიანები სააკაშვილის გადაცემაზე გვეუბნებიან, რა თქმა უნდა, ასეთ ცნობებს სერიოზულად ვერ აღვიქვამთ“, - განაცხადა ოცნების პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა, ტელეარხ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაცემის საკითხი აქტიურად განიხილება.

„რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის დაყვანის შესაძლებლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, - თქვა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics