19:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-27 17:33:32, 758 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტის სპიკერმა 20 წლის აქტივისტს, პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს "დადასტურებულ ტერორისტს" უწოდებს

შალვა პაპუაშვილი 20 წლის ზვიად ცეცხლაძეს "სასამართლოს მიერ დადასტურებულ ტერორისტს" უწოდებს, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენითაც კი დეზინფორმაციაა.

პაპუაშვილმა ეს ფრაზმა თქვა ევროკავშირის ელჩთან მიმომწერის კრიტიკის კონტექსტში. შემდეგ კი განაცხადა, რომ არსებობს სასამართლო განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ის იყო ძალადობის ორგანიზატორი და "ამას, საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ჰქვია ტერორიზმი".

პაპუაშვილმა ცეცხლაძეს ტერორისტი პირველად 22 ოქტომბერს, ფეისბუქ-პოსტში უწოდა, რომლითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ცეცხლაძისთვის მიწერილ წერილს. იქამდე ცეცხლაძემ თავად მისწერა წერილი ელჩს და სთხოვა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რომ ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაცია არ გაეუქმებინათ.

რეალურად, მუხლი, რომლითაც ცეცხლაძეს 2,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, გულისხმობს "ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს".

მართალია, თავდაპირველად სახელმწიფო ბრალდება ცეცხლაძეს "ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებას ედავებოდა", მაგრამ 9-თვიანი განხილვის შემდეგ პროკურატურამ ამ ბრალდების დამტკიცება მოსამართლე მჭედლიშვილის თვალშიც კი ვერ შეძლო.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცეცხლაძეს ბრალი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის" ორგანიზებამდე გადაუკვალიფიცირა. მჭედლიშვილის განაჩენში, "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა" განმარტებულია როგორც საჯაროდ ლანძღვა-გინება, სხვადასხვა საგნის სროლა, ბარიკადების მოწყობა სპეცრაზმელებისგან თავის დასაცავად და ა.შ.

ადვოკატებმა მჭედლიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს - ისინი ამტკიცებენ, რომ ზვიად ცეცხლაძის არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics