|
2025-10-04 11:03:26, 1195 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი იგორ ნარმანიას, რომელსაც თავს დაესხნენ, აფერისტს უწოდებს
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ენმ-ის წევრ იგორ ნარმანიას, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, აფერისტს უწოდებს, მასზე თავდასხმას კი - ფეიკს. "მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ნახევარსაათიანი ფეიკი, რომელიც ნაცმოძრაობას სჩვევია ხოლმე. პირველადი მონაცემებით, გაირკვა რასთანაც იყო საქმე. თავად ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ აქტივისტებს ჰქონდათ კონფლიქტი, დაუპირისპირდნენ ეკლესიის წარმომადგენელს, როგორც ჩვენ გავარკვიეთ ამ წინასწარი მონაცემებით. ნაცმოძრაობის 20-მდე აქტივისტი იყო და ორი ახალგაზრდა გამოესარჩლა ეკლესიის წარმომადგენელს. ამის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ახლა 20 ადამიანს 2 თუ მოერია, ნაცმოძრაობის საქმე ცუდად ვერ ყოფილა. რაც შეეხება იგორ ნარმანიას, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რომ არის ადამიანი, რა სპექტაკლებიც მან გუშინ დადგა, ეს აჩვენებს რას ნიშნავს ნაცობა. ასე რომ, ნაცობას ასაკი არ აქვს. ნარმანიას რაც შეეხება, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი, ჩანს, რომ დიდი მომავალი აქვს ნაცმოძრაობის იდეოლოგიაში იმიტომ, რომ ასეთი ხალხია შემდეგ, რომელიც სააკაშვილის მოდელით იზრდება და ბოლოს ვიღებთ ხოლმე ისეთ ხალხს, როგორიც სააკაშვილი და მსგავსი არიან"- თქვა პაპუაშვილმა. მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა აქტივისტებს თავს 3 ოქტომბერს დაესხნენ. ადგილზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დაახლოებით, 7 ადამიანი აქტივისტებს სხვადასხვა ბლაგვი საგნით გაუსწორდა. აღნიშნულის შედეგად თავზე დაზიანებები მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა იგორ ნარმანიამ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)