06:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 17:28:23, 2545 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ელენე ხოშტარიას დაკავებაზე შსს-თვის არ მიგვიმართავს

თბილისის მერი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.

„რა მიმართვა, რის მიმართვაზე მელაპარაკებით“, - მიმართა მან „პირველების“ ჟურნალისტს.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული კადრები, სადაც კანონდარღვევა ჩანს და რეაგირება სწორედ ამას მოჰყვა.

„ჩვენ არავისთვის მიგვიმართავს. არის კონკრეტული კადრები, არის კანონდარღვევა და ამას რეაგირება მოჰყვება ყველას შემთხვევაში. როცა კანონს არღვევ, თან მიზანმიმართულად, იცი, რომ საერთოდ არავის ახსოვხარ, არავის აინტერესებ, როგორც პოლიტიკოსი. შესაბამისად, ცდილობენ ასეთი სისულელეებით, პერფორმანსებით შეახსენონ თავი საზოგადოებას. კანონი განსჯის ყველაფერს და კანონის მიხედვით ხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად მიმართა; მთავარია, რომ არსებობს კანონდარღვევის ფაქტი, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics