00:05 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 14:40:56, 830 ნახვა

კომენტარი
გიგი წერეთელი: ქვეყანაში უკანონო მოსმენა და თვალთვალი უნდა დასრულდეს

ამ აქციაზე მოსვლის მიზანი არის სოლიდარობა საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ქვეყანაში უკანონო მოსმენა და თვალთვალი უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს

„თუ ის არის ხელისუფლება, მას აქვს შესაბამისი ბერკეტები. მის ხელშია რეგულაციები და დამნაშავეების დასჯაც. ამიტომ, დღეს მთავარი მიზანია, რაც უფრო მკაფიო და ხმამაღალი იქნება აქციის გზავნილი, ხელისუფლებაც უფრო მალე მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა.

აქციაზე 300 ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics