22:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 23:50:08, 661 ნახვა

სამართალი
სანიკიძე: ვითარების დეესკალაციას ხელი უნდა შეუწყოს რექტორმაც, საბჭოებმაც, სტუდენტებმაც, დანარჩენს უფროსები მივხედავთ

განათლების სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკითზე შეხვედრის დასრულების შემდეგ  განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განცხადება გააკეთა და ყველა მხარეს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა შეახსენა.

"ვერავინ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ვითარების დეესკალაციას ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტის რექტორმაც, საბჭოებმაც, სტუდენტებმაც, დანარჩენს კი უფროსები მივხედავთ," - განაცხადა განათლების მინისტრმა.

თსუ-ს საკითხზე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. რექტორი ლადო პაპავა თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ მან განცხადება შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

ასევე პოზიციებს არ თმობენ თვითმართველობის წარმომადგენლები და რექტორის გადადგომის მოთხოვნას ძალაში ტოვებენ.

შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ აქციას თვითმართველობის წარმომადგენლები წყვეტენ. შიმშილობას ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით მხოლოდ თვითმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური, გააგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics