15:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 22:54:20, 642 ნახვა

სამართალი
თსუ-ს შენობაში სტუდენტების მხარდამჭერებს არ უშვებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვას შორის რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა.

ხმაური და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილე სტუდენტებთან სხვა სასწავლებლების სტუდენტები მხარდასაჭერად მივიდნენ. ისინი უნივერსიტეტის დაცვამ და ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შენობაში არ შეუშვა.

საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვასგან მათ მხარდასაჭერად მისული სტუდენტების შენობაში შეშვებას ითხოვენ.

აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში ამბობენ, რომ პოლიცია ვითარებას აკონტროლებს და შენობაში პროტესტის მონაწილე ჯგუფების შესვლაზე შეზღუდვაა დაწესებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics