2016-03-14 22:30:07, 628 ნახვა
სამართალი
ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს, მან ამის შესახებ აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ შენობა სტუდენტების შეძახილების ფონზე დატოვა.
"გადადექი"-ამ შეძახილებით გააცილეს ლადო პაპავა უნივერსიტეტის შენობიდან სტუდენტებმა.
უნივერსიტეტის რექტორს არ დაუკონკრეტებია რატომ დატოვა შენობა და სად წავიდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით ის სავარაუდოდ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს ხვდება.
ლადო პაპავა უნივერსიტეტში დაბრუნებას მოგვიანებით ისევ გეგმავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან