|
2016-03-14 16:58:20, 547 ნახვა
სამართალი
აქციის მონაწილის ინფორმაციით, უნივერსიტეტის თვითმმართველობა პროვოკაციებს გეგმავს
სტუდენტური მოძრაობის წევრის, მარიამ ხონელიძის განცხადებით, თსუ-ს თვითმმართველობა პროვოკაციას გეგმავს. მისივე თქმით, ისინი უნივერსიტეტის სხვადასხვა შესასვლელთან ცდილობენ პოზიციების დაკავებას. ამასთან, როგორც ხონელიძემ განაცხადა, თვითმმართველობის მოთხოვნა, რომ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგეს, უნივერსიტეტის დესტაბილიზაციის მცდელობაა. „თვითმმართველობა გეგმავს პროვოკაციას და უნივერსიტეტის სხვადასხვა შესასვლელთან პოზიციების დაკავებას. მათ მცდელობა აქვთ, რომ უნივერსიტეტის 12-ვე შესასვლელი დაიკავონ. მათი მოთხოვნა, რომ გადადგეს პაპავა უნივერსიტეტის დესტაბილიზაციის მცდელობაა. ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაპავას მხარს ვუჭერთ, უბრალოდ უნივერსიტეტის დესტაბილიზაცია არ უნდა მოხდეს. ეს არ არის ბრძოლის შეწყვეტის საწყისი, ბრძოლა ახლა იწყება. ჩვენ, სტუდენტური მოძრაობის წევრები, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ უკან დახევას მანამ, სანამ აქ არსებული პრობლემები არ გადაიჭრება“,- აღნიშნა სტუდენტური მოძრაობის წევრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)