15:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 16:28:40, 566 ნახვა

სამართალი
ალეკო ელისაშვილი: 50 000 ბოდიშს მოვახდევინებ ბესელიას, მაგ მექრთამე ადამიანს

 „იმდენად უხერხულ მდგომარეობაში არიან ეკა ბესელიას მიერ გაგზავნილ პატიმრის წერილზე, რომ სულ 2-3 კითხვა დამისვეს“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ეკა ბესელიას მიერ, პროკურატურაში პატიმრის წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ელისაშვილი კორუფციაშია დადანაშაულებული.

ელისაშვილის ინფორმაციით, საუბარია პატიმარ რამაზ ლავრენტის ძე დავლაძეზე, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი სმენია და არც ერთი მისი ოჯახის წევრი არასოდეს მასთან არ მისულა.

„იმდენად უხერხულ მდგომარეობაში არიან ეკა ბესელიას მიერ გაგზავნილ პატიმრის წერილზე, რომ სულ 2-3 კითხვა დამისვეს. იცნობთ? არ ვიცნობ-მეთქი, ხო, კარგი - მითხრეს. პატიმრის გვარია რამაზ ლავრენტის ძე დავლაძე. მოვძებნე ინტერნეტში მისი საქმე, ჩაქუჩი ჩაარტყა ქალს თავში და 400 ლარი წაართვა, გამოკეტა და გაიქცა. ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით იხდის სასჯელს. არასოდეს არ მსმენია ამ პატიმრის შესახებ. მისი ოჯახის არც ერთი წევრი ჩემთან არ მოსულა. ადვოკატი მურმან ქამანდაძეც ადასტურებს, რომ ამ ადამიანთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია და რანაირად დავილაპარაკებდი ფულზე?! გამოძიებაც ხვდება იმდენად უხერხული ამბავია ეს, რომ ორი კითხვა დამისვეს ამ საკითხზე, ბოდიშიო და წამოვედი. 50 000 ბოდიშს მოვახდევინებ ბესელიას, მაგ მექრთამე ადამიანს ჩემი შეურაცხყოფისთვის და უკვე გარკვეულია კიდეც ყველაფერი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics