2016-03-02 20:11:05, 577 ნახვა
სამართალი
პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებასთან დაკავშირებული გოგა ხაჩიძის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა.
47 მომხრე, 21 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე.
თანმდევ კანონპროექტს, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, 36 მომხრე ჰყავდა და 17 - წინააღმდეგი. კანონპროექტის მიღებას მხოლოდ სამი ხმა დააკლდა.
ცნობისთვის, კანონპროექტი, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრის მიერ იყო ინიცირებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან