2016-03-02 11:37:03, 628 ნახვა
სამართალი
დიდუბის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
დიდუბის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მემანქანემ გზიდან გადასვლის თაობაზე საყვირით გაფრთხილება მისცა, თუმცა მან სარკინიგზო ხაზზე გადასვლა ვერ მოასწრო.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან