2016-03-01 19:07:13, 584 ნახვა
სამართალი
თელავში დაკავებულ ახალგაზრდებს პოლიციამ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა
თელავში დაკავებულ ახალგაზრდებს 10000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს, თუმცა ბრალდებას მხოლოდ ხულიგნობის ნაწილში ეთანხმება.
საქმის მიმდინარეობას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 27 თებერვალს ერთ-ერთ კაფეში პოლიციელებსა და თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მომხდარ ინციდენტს. გამოძიება დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავებოდა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მარტს ჩაინიშნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან