15:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 12:56:21, 677 ნახვა

სამართალი
ლია მუხაშავრია: პეტრიაშვილისთვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

იურისტ ლია მუხაშავრიას შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნა, პარტიის გენერალური მდივნისთვის, როგორც დაზარალებულისთვის,  ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც მუხაშავრიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქმეში კითხვები არ დარჩეს:

"როდესაც ადამიანს სურვილი აქვს,  რომ დაზარალებულის სტატუსის მქონეს ჰყავდეს ადვოკატი, მისი ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს,  განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს  ძალიან დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა და იგულისხმება,  რომ  ასეთი რანგის პოლიტიკოსის მიმართ თავდასხმა არის ძალიან სახიფათო ფაქტი. ამიტომ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს გამოძიებამ, რომ კითხვები  არ დარჩეს და მისი ყველა მოთხოვნა შესრულდეს, რომ საზოგადოებას  არ გაუჩნდეს შიში,  თუ ალექსი პეტრიაშვილს ასე ექცევიან და არ მოხდა მისი უფლებების დაცვა, რიგითმა მოქალაქემ რა უნდა იფიქროს? ",-აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

ცნობისთვის, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათი სურვილია, რომ  პარტიის გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს, როგორც დაზარალებულს, ადვოკატი აუყვანონ.

ალასანიას თქმით, ადვოკატი საქმის მიმდინარეობას უკეთესად გაეცნობა.

შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics