|
2016-02-26 16:23:50, 559 ნახვა
სამართალი
ნინო გოგუაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი დაჭრის მომენტში სასაფლაოზე მარტო იმყოფებოდა
"თავისუფალი დემოკლრატების" წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილი სასაფლაოზე მარტო იმყოფებოდა. როგორც გოგუაძემ განმარტა, მომხდარი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში " რაღაცა არ არის კარგად". მისივე თქმით, ამის მაჩვენებელია კრიმინოგენური კრიზისი. ეს არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალი. "ჩვენი ინფორმაციით ის მარტო იმყოფებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას, როდესაც დღისით მზისით ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსზე თავდასხმა ხდება. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა არ არის კარგად. ეს არის პოლიტიკური კლიმატი ამ ქვეყანაში. ამის მაჩვენებელია ასევე კრიმინოგენული კრიზისი. ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური ხელმძღვანელოპიბის ბრალი, რომ ვიღაცა თავს უფლებას აძლევს და დღისით მზისით ტყვიებს ახლის პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ეს განპირობებული. მოტივზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ნებისმიერი ჩემი ვერსია სპეკულაცია იქნება. გამოძიებას დაველოდებით და ჩვენ თვითონაც გავერკვევით იმაში, თუ რა და როგორ მოხდა", - განაცხადა ნინო გოგუაძემ. შეგახსენებთ, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)