08:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 15:53:42, 546 ნახვა

სამართალი
ფიქრია ჩიხრაძე: ძალიან მძიმეა, როდესაც დღისით მზისით მოქალაქეზე თავდასხმა ხორციელდება, მითუმეტეს ოპოზიოციონერ პოლიტიკოსზე

მე გარდა იმისა, რომ ალექსი პეტრეიაშვილთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, მე აქ პრეზიდენტის პოზიციასაც გამოვხატავ, -  ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა. 

ჩიხრაძეს თქმით, თავისთავად მძიმეა ფაქტი, როდესაც დღისით მზისით მოქალაქეზე  თავდასხმა ხორციელდება, მითუმეტეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე.

ამასთან მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში ბევრი სამხილი არსებობს და სამართალდამცავ ორგანოებს, კვალზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. 

"ფაქტი ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია. მე გარდა იმისა, რომ ალექსი პეტრიაშვილტან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, მე აქ პრეზიდენტის პოზოციასაც გამოვხატავ ამ შემაშფოთებელი ფაქტის გამო. თავისთავად ძალიან მძიმეა, როდესაც დღისით მზისით მოქალაქეზე თავდასხმა ხორციელდება, მითუმეტეს ოპოზიოციონერ პოლიტიკოსზე. ბუნებრივია ასეთ ვითარებაში, ბევრი სამხილი არსებობს და სამართალდამცავ ორგანოებს კვალზე გასვლა არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით მალე შევიტყოთ. მადლობა ღმერთს, რომ სასიცოცხლო საფრთხე ჭრილობის გამო არ ემუქრება. თავისთავად ძალიან მძიმეა რაც მოხდა. ასეთი ფაქტები, საზოგადოებაში ძალიან სერიოზულ დაუცველობის განცდას აჩენს. ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების ვალია, რომ ეს დაუცველობის განცდა გააქარწყლოს და რაც შეიძლება დროზე ეს საქმე გამოიძიოს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმატა თუ არა საზოგადოებაში დაუცველობის განცდამ, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ "ეს ალბათ პერსონალურ აღქმებზეა დამოკიდებული".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics