00:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 16:38:04, 590 ნახვა

სამართალი
ნინო ლომჯარია: მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება ძალიან რთული იქნება

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების"  სამართლიანი კონსულტანტის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენება უკანონოა და აღნიშნული გადაწყვეტილება ყოველგვარი დისციპლინური პროცედურების  გვერდის ავლითაა მიღებული.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მამუკა ახვლედიანს გადაწყვეტილების გასაჩივრება გაუჭირდება, ვინდაიდან უმიზეზოდ გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება  სამართლებრივად პრობლემატურია.

კერძოდ, ლომჯარიას განმარტებით, მოსამართლის  გათავისუფლება  დისციპლინური წესით ხდება, რასაც გასაჩივრების თავისი პროცედურა ახლავს, ხოლო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლების  გადაწყვეტილების გასაჩივრება პრობლემატურია, რადგან მსგავსი  ფაქტი არ ყოფილა. ამიტომ, ლომჯარიას თქმით, გასაჩივრების მექანიზმები მოსაფიქრებელია:

"არ ყოფილა დაცული ის პროცედურები, რაც აუცილებლად უნდა ახლდეს თან მოსამართლის გათავისუფლებას. კერძოდ, დისციპლინური დევნის პროცედურები, რაც აძლევს მოსამართლეს უფრო მეტ გარანტიას, დაიცვას საკუთარი თავი და გაასაჩივროს  მიღებული გადაწყვეტილება. დღეს ეს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ  არგუმენტაციას. ძალიან  რთული იქნება ალბათ მისი გასაჩივრებაც, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ იმიტომ, რომ მოსამართლის  გათავისუფლება ხდება დისციპლინური წესით, რასაც ახლავს გასაჩივრების თავისი პროცედურა, ხოლო ასე უმიზეზოდ და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლების  გადაწყვეტილების გასაჩივრება ცოტა სამართლებრივად პრობლემატურია, რადგან მსგავსი რამ არ ყოფილა. ახვლედიანი გეგმავს გასაჩივრებას, თუმცა მოსაფიქრებელია  გასაჩივრების მექანიზმები და ჩვენ ჩავერთვებით ამ კონსულტაციაში და  მისი მხრიდანაც იყო თხოვნა, რომ დავეხმაროთ, რათა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რა გზით და რა ფორმით ჯობია რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერზე. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უკანონოა და  საბჭომ ნორმა გამოიყენა ბოროტად იმგვარად, რომ სრულიად უგულებელყო სამართლის დამოუკიდებლობა, მოსამართლის დანიშვნის ვადა იქნა უგულებელყოფილი და ყოველგვარი დისციპლინური პროცედურების  გვერდის ავლით მიიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics