21:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 16:30:56, 660 ნახვა

სამართალი
გიორგი გოგინაშვილი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდეს

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოქმედებები დღევანდელ შეკრებაზე შეაფასეს და მამუკა ახვლედიანი გააკრიტიკეს.

ახვლედიანის პოზიციას მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამართლეების ნაწილი არ იზიარებს და მის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს.

„რატომღაც ამ ადამიანმა ბოლო დროს გააკეთა განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის ეთიკურ დარღვევებთან დაკავშირებით რეაგირებაზე. მან ასეთი რამ თქვა, რომ ის ძალიან წუხს, რომ საბჭო დროს აკარგვინებს ახსნა-განმარტებებში, როცა მოსამართლეები არიან უზომოდ დატვირთულები. მე მინდა ვიკითხო, ვინ არის დატვირთული სასამართლოში? გარდა ახვლედიანისა,  ყველა დატვირთულია; გარდა ახვლედიანისა, ყველაა აქვს უფლება, თქვას, რომ მას ბევრი საქმე აქვს. ახვლედიანი სამი წელია არის თავმჯდომარე სასამართლოსი, მაგრამ მას სამი საქმეც არ განუხილავს. წელიწადში არის 12 თვე და ეს ადამიანი 12 დღე გადაბმულად არ ყოფილა სასამართლოში. ეს ადამიანი არის ან მივლინებაში, ან ბიულეტენზე. მე ქალბატონ თავმჯდომარეს მინდა, მოვუწოდო, რომ დაინტერესდეს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით,“ – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics